სერენა უილიამსი კანის ფერის გამო დაამცირეს

საქართველო, თბილისი - 15:02 | 22.05.2017
ნანახია: 1245

ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მის მიმართ რასისტულ გამოვლინებას კიდევ ერთხელ გადააწყდა. ამერიკაში ფეხსაცმლის მაღაზიის თანამშრომლებმა სპორტსმენს ფასდაკლებაზე უარი მისი კანის ფერის გამო უთხრეს. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

ინციდენტი მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფეხსაცმლის კომპანიის  Gianvito Rossi -ის ყოფილმა თანამშრომელმა უიტნი უილბერნმა სასამართლოში ყოფილ ხელმძღვანელობას მის და ასევე განსხვავებული კანის ფერის მქონე მომხარებლების მიმართ გამოთქმული რასისტული გამონათქვამებისათვის უჩივლა.

უილბერნმა განაცხადა, რომ როდესაც სერენა უილიამსმა ხელმძღვანელობას პროდუქციაზე ფასდაკლება სთხოვა, თანამშრომლებმა უარი განუცხადეს და მას ამაზრზენი უწოდეს.

უილბერნის თქმით, მაღაზიის თანამშრომლები დამამცირებელი, რასისტული ხასიათის გამონათქვამებს იყენებდნენ, რითიც სპორტსმენს მიანიშნებდნენ, რომ თავიანთი პროდუქციის ნახვა აფროამერიკელის სხეულზე არ სურდათ.

თავად უილიამსის რეაქცია, რომელიც ახლა ორსულადაა, ამ დროისათვის უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე