ბაღდადში სამხედრო მომზადების ცენტრს თავს დაესხნენ - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 14:14 | 22.05.2017
ნანახია: 1135

ბაღდადის ჩრდილოეთით ერაყის სამხედრო მოსამსახურეების მომზადების ცენტრს უცნობი პირები თავს დაესხნენ, დაიღუპა ოთხი ადამიანი, კიდევ ოთხი კი დაიჭრა.

მედიის ცნობით, თავდასხმაში ექვსი ადამიანი მონაწილეობდა. ხუთმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, ამ დროისათვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე