„ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვდირებული მებრძოლოები ანკარაში ტერაქტს გეგმავდნენ

საქართველო, თბილისი - 11:55 | 22.05.2017
ნანახია: 1236

„ისლამური სახელმწიფოს“ ორი მებრძოლი, რომლებიც თურქეთის დედაქალაქში გაანადგურეს, ანკარაში მმართველი პარტიის სხდომაზე ტერაქტს ამზადებდნენ. ამის შესახებ ანკარის გუბერნატორმა ერჯან ტოპაჯმა განაცხადა.

პოლიცია ტერორისტების კვალზე მანამდე სტამბოლში დაკავებული მებროლის მეშვეობით გავიდა. მან ტერაქტის სამზადისი აღიარა და ანკარის იმ სახლის მისამართი დაასახელა, სადაც მისი თანამზრახველები ცხოვრობდნენ.

როდესაც პოლიციელები ადგილზე მივიდნენ, ეჭვმიტანილებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად ტერორისტები განადგურდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე