სან-პაულუს პოლიციამ ნარკოტიკების ბაზარი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 11:08 | 22.05.2017
ნანახია: 1182

ბრაზილიის პოლიციამ საუნ-პაულუში ნარკოტიკების უკანონო ბაზარი გაანადგურა. სამართალდამცველებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებები სან-პაულუს ცენტრში მოხდა, სადაც კრეკი და კოკაინი თავისუფლად მრავალი წლის განმავლობაში იყიდებოდა.

სპეცოპერაციაში 500 პოლიციელი მონაწილოებდა.  

სპეცოპეარციამ  ადგილობრივი მცხოვრებლების პროტესტი გამოიწვია, რომელთა შორის უმეტესობა ნარკომომხმარებელი იყო.

უწესრიგობებში ათობით პირი მონაწილეობდა. მათ გადაწვეს ავტომანქანები და ჩაამტვრიეს მაღაზიის ვიტრინები.

სან-პაულუს მერის განცხადებით სპეცოპერაციამ ბოლო მოუღო უკანონობას რაიონში, რომელიც მანამდე „კრეკლენდის“ სახელით იყო ცნობილი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე