დაღესტანში სპეცოპერაციისას ოთხი მებრძოლი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:19 | 19.05.2017
ნანახია: 1356

დაღესტანში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად ოთხი მებრძოლი მოკლეს. რუსეთის ანტიტერორისტული ეროვნული კომიტეტის განცხადებით, ბუინაკის რაიონსი, ერთ-ერთ კერძო სახლში აღმოაჩინეს  დაჯგუფების წევრები, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობასთნ იყვენენ კავშირში.  

სპერაზმთან შეტაკებისას ოთხი მებრძოლი განადგურდა. ისინი კადარის დანაშაულებრივ დაჯგუფებას ეკუთვნოდნენ, რომლის ლიკვიდაციაც გასულ წელს სპეცოპერაციისას განხორციელდა.

დაჯგუფებას მკვლელობებსა და ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვაში ადანაშაულებდნენ. სპეცოპერაციის შედეგად არ დაშავებულან.   

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე