სტამბოლის აეროპორტი ავარიულ რეჟიმში ფუნქციონირებს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 18.05.2017
ნანახია: 1326

19 მაისს თურქეთში ახალგაზრდობისა და სპორტის დღე აღინიშნება.  ეს დღე ოფიციალურად დასვენების დღეა.

შესაბამისად სტამბულელებმა 3 დღიანი დასვენების მოწყობა და დროის გატარება ქვეყნის შიგნით თუ საზღვარგარეთ გადაწყვიტეს.

თუმცა 15 მლნ-იან მეგაპოლისში ამის გაკეთება არც თუ ისე მარტივია.

თურქული მედიის ინფორმაციით, ჯერ კიდევ ოთხშაბათს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა, მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე, ავარიულ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება.

მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ, რომ რიგებიდან თავისდასაღწევად მათ 3-4 საათი სჭირდებათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე