მრევლმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

საქართველო, თბილისი - 12:20 | 17.05.2017
ნანახია: 1902

თბილისში, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძისა და ინგოროყვას ქუჩების კვეთაზე, სადაც პოლიცია იყო მობილიზებული, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილის საპროტესტო აქცია დასრულდა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასთან ბრძოლოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციას აპროტესტებდნენ, რომელსაც ლგბტ აქტივისტები, უფლებადამცეველები და მათი მხარდამჭერები მართავდნენ.

სასულიერო პირებმა და მრევლმა პოლიცილები ტერიტორიის დატოვებისას სტვენითა და შეძახილებით გააცილეს და გააპროტესტეს, რომ მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის ჩატარებას შეუწყვეს ხელი.

არსებული ინფორმაციით, კითხვაზე, რატომ აცილებდნენ სტვენითა და შეძახილებით პოლიციელებს, რომლებიც ადამიანების უფლებებს იცავდნენ, მრევლის ნაწილმა ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფით უპასუხა.

ფოტო არქივიდან


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე