გამოკითხულთა 84% პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა - NDI

საქართველო, თბილისი - 13:08 | 15.05.2017
ნანახია: 1236

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით, ხალხის მიერ უნდა მოხდეს. 9% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა (მაგალითად, საკრებულოს წევრებმა ან პარლამენტარებმა). არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 2%.

NDI-ის მიერ გამოკითხულთა თითქმის ნახევარი მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეა. კითხვაზე უნდა შევინარჩუნოთ თუ არა მაჟორიტარები საქართველოს პარლამენტში, 47% დადებითად პასუხობს, 28%-ს არ მოსწონს მაჟორიტარული სისტემა, ხოლო 24%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე