ჟურნალისტებს თავს ნარკოკარტელის წევრები დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 12:03 | 15.05.2017
ნანახია: 1294

ჟურნალისტებს, რომლებიც ნარკოდანაშაულის შესახებ მასალას ამზადებდნენ ნარკოკარტელის წევრები თავს დაესხნენ. „ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ  თავად ჟურნალისტებმა განაცხადეს. მათი თქმით, ცოცხლად დაწვით ემუქრებოდნენ.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი მექსიკის ჰერეროს შტატში მოხდა. ადგილობრივი და უცხოური მედიის შვიდი ჟურნალისტი საავტომობილო გზაზე სავარაუდოდ ნარკოკარტელის „ლა ფამილიას“ წევრებმა გააჩერეს და ნივთები და ავტომობილი წაართვეს.

მექსიკაში მიჩოაკანი და ჰერერო  ნარკოკარტელების საქმიანობის გამო ყველაზე საშიშ შტატებად არის მიიჩნეული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე