ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად სპეციალური ღონისძიებები ტარდება
საქართველო, თბილისი - 12:06 | 04.11.2015 ნანახია: 2370
ონკოლოგიური დაავადებების შესახებ მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ინფორმირებულობის გასაზრდელად სპეციალური ღონისძიებები ტარდება. როგორც ცნობილია სადღეისოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დიდი აქცენტი კეთდება პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერებაზე დაავადებათა პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიმართულებით. სწორედ ამ მიმართულებას ემსახურება პროექტი „ოჯახის ექიმების განათლება ონკოლოგიის საკითხებზე.
“ პროექტი ხორიცელდება „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“, „ონკოპრევენციის ცენტრისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციის - „თანადგომა“ თანამშრომლობით. მის ფინანსურ მხარდაჭერას ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო უზრუნველყფოს. პროექტი ითვალისწინებს ოჯახის ექიმების და ექთნების ცოდნის გაუმჯობესებას ონკოლოგიაში, რათა სამომავლოდ მათ უკეთ შეძლონ მოსახლეობის ინფორმირება კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამის თაობაზე და უშუალოდ ჩაერთონ კიბოს ადრეული ფორმების გამოვლენაში. ტრენინგებს უძღვებიან ონკოლოგიის ექსპერტები რემა ღვამიჩავა და იოსებ აბესაძე. შეხვედრებზე განიხილება ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა, საქართველოში არსებული სკრინინგის პროგრამები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
„პროექტის მიზანია საქართველოში ონკოპრევენციული ღონისძიებების გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა ჩართულობით ონკოლოგიური დაავადებების მართვაში და ასევე, დაავადების შესახებ მოსახლეობის ცოდნის გაუმჯობესების გზით სტიგმის დაძლევა. შესაბამისად, პროექტი ეფუძნება მრავალმხრივ მიდგომას და მოიცავს როგორც სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაუმჯობესებას ონკოლოგიის საკითხებში; ასევე, მოსახლეობის განათლებას ონკოლოგიური დაავადებების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პრვენციის, სკრნინიგის პროგრამების შესახებ“,- აღნიშნა „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის“ პროექტის მენეჯერმა თამარ კურტანიძემ.
„ონკოლოგიური სიფხიზლე“ ეს არის ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელსაც ონკოპრევენციის ცენტრის ექსპერტ-ტრენერები ტრენინგის მონაწილეებს უზიარებენ.
როგორც ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი იოსებ აბესაძე აღნიშნავს, სწორედ კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და დროული ჩარევა იძლევა მისი ეფექტური მკურნალობის საშუალებას. ეს კი, მისი თქმით, შესაძლებელია მხოლოდ პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა აქტიური ჩართულობით. ამ ეტაპზე მსგავსი საგანმანათლებლო ღონისძიებები სამეგრელოში, გურიასა და თბილისში ტარდება.
გურიაში მიმდინარე შეხვედრებზე მოწვეულია ჩეხი ექსპერტი - დოქტორი ლუბომირ შკოპალი, რომელიც შეხვედრის მონაწილეებს ქართველ კოლეგებთან ერთად ონკოლოგიის სფეროში ჩეხურ გამოცდილებას გაუზიარებს. იგი ასევე ისაუბრებს ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებებზე და მათი მკურნალობის მეთოდებზე. ტრენინგი მესამე მოდული მთლიანად დაეთმობა ონკოლოგიურ პაციენტთა რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის თემებს, რაც ასევე დიდწილად მოითხოვს პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიურ ჩართულობას.
ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში იზრდება. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში კიბოთი სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი იზრდება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















