თუშეთში ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 15.05.2017
ნანახია: 1222

თუშეთში მაშველებმა ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

 საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გარდაცვლილს მშობლიურ სოფელში გადაასვენეს. 

შეგახსენებთ, თუშეთში, გზაზე ზვავი გუშინ ჩამოწვა. შემთხვევის ადგილზე ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ზვავმა მოიყოლა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე