ხმელთაშუა ზღვაში 7 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 13:38 | 14.05.2017
ნანახია: 1201

იტალიელმა მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 7 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინეს.

გარდაცვლილთა ცხედრები რეზინის ნავებში იპოვნეს.

გასაბერი ნავებით ევროპის ტერიტორიამდე მიღწევას 500-მდე ადამიანი ცდილობდა.

484 მათგანი მეთევზეების გემით იტალიურ პორტში გადაიყვანეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე