საფრანგეთში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან

საქართველო, თბილისი - 13:23 | 14.05.2017
ნანახია: 1277

საფრანგეთში, ელისეს სასახლეში პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. მოქმედი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ახლად არჩეულ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პოსტს გადააბარებს.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, პარიზში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. 

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ემანუელ მაკრონმა მოიპოვა. 39 წლის მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იქნება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე