ნინო ადამაშვილი „რუსთავი 2“-ის ორ პროექტს სასამარლოში უჩივის
საქართველო, თბილისი - 12:40 | 14.05.2017 ნანახია: 43158
კონკურსი „მის მკერდი“ ყოველთვის სკანდალების ეპიცენტრშია. გამონაკლისი არც წელს აღმოჩნდა. რატომ უჩივის სასამართლოში „მის მკერდის“ ორგანიზატორი „რუსთავი 2“-ის ორ პროექტს, ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „პრაიმნიუსჯორჯიას“ ნინო ადამაშვილი ესაუბრება:
მოდელმა ანა გოგიბერიძემ, ჩვენი კონკურსი ”მის მკერდი” ფინალამდე ერთი თვით ადრე დატოვა. მიზეზი მამამისი იყო, რომელიც სასულიერო პირია და მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შვილის ასეთი ტიპის კონკურსში მონაწილეობის მიღება. მოგეხსენებათ, ამ კონკურსს თამამი ფორმატი აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ანა გოგიბერიძემ კონკურსი დროზე ადრე დატოვა, ამ საკითხს ადამიანურად მოვეკიდე და მას ჯარიმა არ გადავახდევინე. აღმოჩნდა, რომ ამ გოგონამ მუშაობა „რუსთავი 2”-ში დაიწყო. სწორედ ის დამიკავშირდა ”იქს ფაქტორიდან. ამ გოგონას „იქს ფაქტორის” პროდიუსერმა ჩემთან დაკავშირება სთხოვა. მათ ასეთი რამ შემომთავაზეს: ჩვენი შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულს, „მის ინტელექტ 2016”-ს, ეკატერინე ხვედელიძეს ემღერა და სცენაზე მოდელი გოგონები გასულიყვნენ. მთხოვეს, იქ წლევანდელი მონაწილეებიც მიმეყვანა. ჩემი რექაცია ძალიან მწვავე იყო.
რატომ?
დავიწყოთ იქიდან რომ ეკატერინე ხვედელიძე ვერ მღერის, მას სმენა არ აქვს. როგორც მოდელი, კარგი გოგონაა, თუმცა როგორც მომღერალი არის ნული. აქედან გამომდინარე, მაშინვე მივხვდი, რომ ეკატერინეს გამოსვლა „იქს ფაქტორში“ სჭირდებოდათ მხოლოდ ე.წ. „პრიკოლებისთვის“ და სწორედ ამიტომ ვთქვი სასტიკი უარი. მე მათ ვუთხარი, რომ არ ვუშვებ წლევანდელ კონკურსანტებს და თქვენც გეკრძალებათ მონაწილეობის მიღება-მეთქი.
ეს აკრძალვა მხოლოდ სიტყვიერი იყო, თუ ხელშეკრულებაშიც ეწერა?
სიტყვიერი აკრძალვა იყო, რადგან ხელშეკრულებაში მსგავსი პუნქტი არ გვაქვს. თუმცა, ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, 2017 წლის ხელშეკრულებაში უკვე შევიტანეთ ეს პუნქტი, რომ ორგანიზატორებთან და ჩემთან შეთანხმების გარეშე, ვერცერთ სატელივიზო, თუ სოციალურ პროექტში, კონკურსის სახელით ვერავინ მიიღებს მონაწილეობას.
ხელშეკრულების მიხედვით, მათთვის კანონიერი აკრძალვის უფლება არ გქონდათ.
მათ კატეგორიულად ვუთხარი, რომ არ უნდა გასულიყვნენ, თორემ ამას ჩემი მხრიდან ძალიან მწარე რეაქცია მოჰყვებოდა.
რეალურად, ეს მათი არჩევანი იყო და თქვენ კონტრაქტის გარეშე ამის აკრძალვის უფლება არ გქონდათ.
მსგავსი პუნქტი იურიდიულად არ ყოფილა კონტრაქტში ჩაწერილი, მაგრამ იმის იურიდიული უფლება ხომ მაქვს, მოვითხოვო ჩემი კონკურსის სახელწოდებით არ ისარგებლონ? ”მის დეკოლტე 2016” ნინო ჭელიძის გარდა, რომელიც ნამდვილად ჩვენი გამარჯვებულია, კიდევ ორი ცრუ კონკურსანტი იყო. ერთი გახლდათ ანა გოგიბერიძე, რომელსაც ვიცნობ და ფინალზე საერთოდ არ მოსულა, არც არანაირი ნომინაცია აუღია. ანი გოგიბერიძე სცენაზე გამოვიდა ტიტულით - ”მის სექსუალურობა 2016 ”, რაც არის აბსურდი.
მოდელ ინგა ვასაძეს კი სარეთოდ არ ვიცნობ. მაქვს ინფორმაცია, რომ იქ გამომსვლელ თითო კონკურსანტ 100 დოლარი გადაუხადეს. თუმცა, ამის დადასტურება არ შემიძლია. თანხა აიღეს თუ არა, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, არცერთ მათგნს ჩემი სახელით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა.
მათ დააანონსეს ”ფეისბუქის” გვერდის მეშვეობით, რომ ”იღბლიან ბრბალში” იყვნენ მიწვეულები. ეს ანონსი რომ ვნახე, ამაზე უარესად გავბრაზდი. ანი გოგიბერიძესთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მაქვს, რომელშიც მას ვეუბნები, რომ ასეთ პროექტში ჩემი კონკურსის სახელით რომ გამოსულიყვნენ, არ მინდოდა.
ჩანაწერში მას მუქარის ტონითაც კი ვესაუბრები და ვეუბნები, უფლება არ გაქვს გახვიდე კონკუსის სახელით და თან გაიყვანო კიდევ სხვა ყალბი კონკურსანტები-მეთქი. გოგიბერიძემ სატელეფონო საუბარში მითხრა, ”რუსთავი2” მაწვება, რომ ეს გოგოები გავიყვანოო. ისიც მეყოფა, რაც დამცინეთ და დასცინეს კონკურსს-მეთქი, ვუთხარი.
მინდა, რომ ეს ჩანაწერი საქმის აღძვრამდე მოისმინოთ. ეს იქნება ჩვენგან წარმოდგენილი ერთ-ერთი მტკიცებულება. ჩვენს უფლებებს ადვოკატი ზინაიდა დავითაშვილი დაიცავს. ანი გოგიბერიძე ამბობს, რომ ის არის ”მის სექსუალურობა”, რაც ძალიან დიდი ტყუილია, რადგან სინმადვილეში ამ ტიტულის მფლობელი თამთა ჯობავაა. ასევე ინგა ვასაძე გამოვიდა ”მის შარმი 2016”-ის ტიტულით, რაც ასევე ტყუილია, რადგან ”მის შარმი 2016” ლიკა ირემაშვილია. გარდა იმისა, რომ მათ გამოიყენეს კონკურსის სახელი, მათ მიითვისეს სხვისი ნომინაციებიც.
გადაცემის პროდიუსერს როცა ვესაუბრე, მითხრა, თუ თვითონ ეს გოგონები არ იტყვიან რომ ისინი ამ კონკურსის მონაწილეები არიან, ჩვენ არ ვახსენებთო. პროდიუსერმა ეს პირობა დაარღვია მაშინ, როცა გადაცემის ანონსი გავიდა. ანონსში თქვეს, რომ ”მის მკერდის” გოგონები გამოდიოდნენ. არადა, მათგან მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძე იყო ჩვენი კონკურსის მონაწილე, დანარჩენები კი ყალბი კონკურსანტები იყვნენ.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კონკურსი საქველმოქმედო ხასიათისაა და ანორექსიასთან ბრძოლას ეძღვნება. ჩვენი პროექტი უერთდება კამპანიას, „მსოფლიო ანორექიის წინააღმდეგ”.
გოგონების სცენაზე გამოსვლისას წამყვანებისგან ასეთი ტიპის ფრაზები ისმოდა _ ინტელექტუალური ძუძუები“ , „ძუძუებს გირტყამთ თავში“ (რუსკა მაყაშვილი). ჩვენ შთავაგონებთ გოგონებს, რომ იყვნენ ფუმფულები და ისეთები გამოვიდნენ სცენაზე, როგორებიც არიან. სულაც არაა საჭირო იშიმშილონ.
ჩვენ გვაქვს ინტელექტუალური ტური, სადაც გოგონები ტიტულს მათი ინტელექტიდან გამომდინარე იღებენ. იმ გადაცემაში კი ისე გამოიყვანეს, თითქოს, ჩვენ ტიტული „ძუძუებს“ მივეცით და და არა ინტელექტს.
რას აპირებთ?
ჩვენ ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი გვქონდა, გვინდოდა 24 საათის განმავლობაში პროექტის პროდიუსერებს ბოდიში მოეხადათ და არა ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას. თუმცა, ბოდიში არავის მოუხდია. ახლა უკვე ჩვენი ადვოკატი დაიწყებს საქმის წარმოებას, სარჩელს სასამართლოში აუცილებლად შევიტანთ.
სასამართლოს მეშვეობით ბოდიში უნდა მოახეევინოთ მათ, თუ ფულად ჯარიმას მოითხოვთ?
ჩამოვყალიბდებით რა შეიძლება ჩვენი მოქმედების მაქსიმუმი იყოს და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ.
როგორ ფიქრობთ, რეალურად რატომ არის კონკურსი ”მის მკერდი” სულ სკანდალების ეპიცენტრში?
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ ხდება სასკანდალო თემა. მაგალითად, შარშან პოლიტიკურმა პარტიებმა, ენჯეოებმა მწვავე კომენტარები გააკეთეს. არადა, კონკურსი მკერდის კიბოს ეძღვნებოდა.
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















