მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების კვირეული იმართება

საქართველო, თბილისი - 17:08 | 11.05.2017
ნანახია: 1188

გაეროს ინიციატივით, მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მეორე კვირეული იმართება. ღონისძიებებს საქართველოც უერთდება და 14 მაისის ჩათვლით დაგეგმილია სხვადასხვა საინფორმაციო ღონისძიება.

კვირეულის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებს შორის შეხვედრა გაიმართა.

განიხილება საქართველოში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევები და დაღუპულთა სტატისტიკა. მხარეებმა სიკვდილიანობის შემცირებასა და პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე