კიევში ავაკოვის გადადგომას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 16:36 | 11.05.2017
ნანახია: 1274

კიევში ნაციონალისტთა ჯგუფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პიკეტირება დაიწყო. ისინი არსენ ავაკოვს უპირისპირდებიან.

აქციაში მონაწილეობას უკრაინელ  ნაციონალისტთა ორგანიზაციის, პარტია „თავისუფლებისა“ და „მემარჯვენე სექტორის“ ათობით აქტივისტი იღებს.

ისინი დაკავებული თანამებრძოლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე