ტრამპი ერდოღანს 16 მაისს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 12:57 | 11.05.2017
ნანახია: 1253

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 16 მაისს ვაშინგტონში თურქ კოლეგას რეჯებ ტაიპ ერდოღანს შეხვდება. ამის შესახებ ტელეარხი ABC News-ი თეთრი სახლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განმტიკეცებასა და ტერორიზმთან საერთაშორისო ბრძოლის გაღრმავების შესახებ ისაუბრებენ.

მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ ტრამპმა მას სატელეფონო საუბრისას რეფრენდუმის შედეგები მიულოცა.

ამის გამო აშშ-ის პრეზიდენტი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების კრიტიკის ქარ-ცეცხლშიც მოექცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე