ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 10:32 | 11.05.2017
ნანახია: 1250

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დიზი-ლახამულას მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

სამდღიანი წვიმების შედეგად, რამდენიმე ადგილზე კლდოვანი მასა და ქვებია ჩამოცვენილი. 

ამ წუთებში გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნა. 

მთელი ღამის განმავლობაში ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის დიზი-ლახამულას მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. შეჩერებული იყო გაწმენდითი სამუშაოებიც, რომელიც გამთენიისას განახლდა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე