ბათუმში მეჩეთი აშენდება

საქართველო, თბილისი - 19:02 | 10.05.2017
ნანახია: 1690

ბათუმში, ასლან აბაშიძის 49 ნომერში ასაშენებელი მეჩეთის დაპროექტება დასრულებული არ არის. "მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელ ტარიელ ნაკაიძის ინფორმაციით, განიხილება რამდენიმე ვარიანტი.

პროექტზე ქართველი, ირანელი და თურქი არქიტექტორები მუშაობენ. მშენებლობის ნებართვისთვის მერიისთვის ჯერ არ მიუმართავთ.

არ კონკრეტდება, რა თანხა შეგროვდა შემოწირულობის სახით. მეჩეთი 2 000 ადამიანზეა გათვლილი და 3 000 კვადრატულ მეტრზე უნდა განთავსდეს. მონიტორინგში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე