ხანდოს ხეობაში მოსახლეობა გადამცემი ხაზის მონტაჟს აპროტესტებს

საქართველო, თბილისი - 14:58 | 10.05.2017
ნანახია: 1280

ხანდოს ხეობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ცდილობენ ხელი შეუშალონ სპეცტექნიკას, რომელიც მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის მიიყვანეს.

მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ხაზი მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის მათ საცხოვრებელ ტერიტორიას.

მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების ტერიტორიაზე ცდილობდა შესვლას, რა დროსაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა.

კომპანია “ენერგოტრანსში” კი აცხადებენ, რომ 500 კილოვატიანი გადამცემი ხაზის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანი მინიმალური იქნება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე