ამ წუთებში, რუსთაველის თეატრთან სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 11:16 | 10.05.2017
ნანახია: 2031

ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

როგორც "პრაიმნიუსჯორჯიას" კრესპონდენტი ადგილიდან იუწყება, თეატრთან ერთ-ერთი შენობის სახურავიდან ახალგაზრდა კაცი გადმოხტომას ცდილობს. 

შენობაზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც მის ჩამოყვანას ცდილობენ. 

თვითმხილველთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ ეს მამაკაცი ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ის ფილმ "ჰეროკრატიაში" ეპიზოდურ როლს ასრულებდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე