უბედური შემთხვევა მაღაროში და დაღუპული 4 მაღაროელი

საქართველო, თბილისი - 22:22 | 09.05.2017
ნანახია: 1729

მინდელის მაღაროში 4 მაღაროელი, დაახლოებით, 400 მეტრის სიღრმეზე ჩავარდა.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული.

არსებული ინფორმაციით, მაღაროში აფეთქება არ მომხდარა და მაღაროელები სიმაღლიდან სარემონტო სამუშაოების დროს ჩაცვივდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხივე მეშახტე დაიღუპა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე