გასაბერი ატრაქციონის ჩამონგრევის შედეგად 6 წლის გოგონა დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 14:22 | 08.05.2017
ნანახია: 1446

ესპანეთის ერთ-ერთ რესტორანში გასაბერი ატრაქციონის ჩამონგრევის შედეგად 6 წლის გოგონა დაიღუპა. ამის შესახებ გაზეთი El Pais-ი წერს. გამოცემისვე ცნობით, კიდევ დაშავდა ექვსი არასრულწლოვანი.

40-მეტრის სიმაღლის ატრაქციონი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ჟირონში რესტორან Caldes de Malavella-ში ჩამოინგრა.  ინდიდენტის შედეგად ატრაქციონზე მყოფი ბავშვები 10-20 მეტრის დაშორებით გადაცვივდნენ. 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე