ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის 5 სოფელი დააზარალა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 08.05.2017
ნანახია: 1045

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის 5 სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით დიდი ზარალი მიადგა სოფელ ახალშენისა და მუკუზანის მოსახლეობას. ადგილობრივების თქმით, ხანგრძლივმა სეტყვამ გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ფრინველი, დაზიანდა ვენახები.

უცნობია იმუშავა თუ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, სპეციალური კომისია შეისწავლის სტიქიის შედეგებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე