ფლორიდაში ალიგატორი 10 წლის გოგონას თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 08.05.2017
ნანახია: 1652

ამერიკის ფლორიდის შტატში ათი წლის გოგონას თავს ალიგატორი დაესხა.

ტელეარხ Fox News-ის ცნობით, გოგონა დასასვენებელ პარკში მდებარე ტბაში ცურავდა, როდესაც თავს მტაცებელი დაესხა და ფეხზე უკბინა. გოგონა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მალევე გამოუშვეს.

ალიგატორი დაიჭირეს და დაძინეს. მსგავსი შემთხვევა ფლორიდის შტატშე მანამდეც მოხდა. მაშინ ალიგატორმა უკრაინელი მოკრივის ვლადიმერ კლიჩკოს შვილს უკბინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე