ჩიკაგოში სამგლოვიარო ცერემონიას თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 11:40 | 08.05.2017
ნანახია: 1390

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში სროლის შედეგად. დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი სამგლოვიარო ცერემონიის მონაწილეებს  გაუხსნეს.

CNN-ის ცნობით, დანაშაულებრივი დაჯგუფებების გარჩევისას მოკლულის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე ცეცხლი ორმა მამაკაცმა გახსნა.

ადგილობრივი პოლიცია ინციდენტს ერთ-ერთი დაჯგუფების წევრის მკვლელობისთვის შურისძიებას უკავშირებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქალაქში არსებულ ვითარებას არაერთხელ აკრიტიკებდა. მისი თქმით, ჩიკაგოში მკვლელობასთან დაკავშირებული სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა. 2016 წელს მხოლოდ ჩიკაგოში ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ათასზე მეტი ადამიანია მოკლული და დაჭრილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე