კანადაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 10:54 | 08.05.2017
ნანახია: 1306

კანადაში კვებეკის პროვინციის რამდენიმე ქალაქში, წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ამოქმედდა ქალაქ მონრეალშიც.

სამაშველო სამსახურების ცნობით, პროვინციის 130 ქალაქსა და დასახლებაში დატბორილია ორი ათასზე მეტი სახლი. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.

ქალაქ მონრეალის მერის დენი კოდერის თქმით, მონრეალშიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შექმნილი სიტუაციის სწრაფად მოგვარების მიზნით გამოცხადდა.

მონრეალის ჩრდილოეთ ნაწილში წყალი მდინარეების კლაპოტებიდან გადმოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გარდაუვალი გახდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში სტიქიის ზონა უკვე რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე