პენტაგონი ავღანეთში ”ისლამური სახელმწიფოს” ლოდერის ლიკვიდირებას ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 10:39 | 08.05.2017
ნანახია: 1958

ამერიკისა და ავღანეთის სპეცრაზმების ერთობლივი ოპერაციისას,  ავღანეთში ”ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბდულ ჰასიბი გაანადგურეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. სპეცოპეარცია აპრილის ბოლოს ჩატარდა.

ჰასიბი ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე 8 მარტს მომხდარი ყველაზე სისხლიანი  თავდასხმის ორგანიზატორი იყო, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აბდულ ჰასიბი და დაჯგუფების კიდევ რამდენიმე საველე მეთაური 29 აპრილს პაკისტანის საზღვართან ნანგარჰარის პროვინციაში მოკლეს. ოპერაციაში, რომელშიც ავიაციაც იყო ჩართული,  მონაწილეობდნენ აშშ-ის არმიის რეინჯერები, და ავღანელი სპეცრაზმელები.  სპეცოპერაციისას ორი ამერიკელი სამხედროც დაიღუპა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე