მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 08.05.2017
ნანახია: 1165

ბიულეტინების 99,9 პროცენტის დათვლის შედეგად ცენტრისტმა კანდიდატმა ემანუელ მაკრონმა ხმების 66,06 პორცენტი მიიღო, მისმა მოწინააღმდგემ მერინ ლე პენმა კი - 33, 94 პროცენტი.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არჩევნების გამარჯვებულად მაკრონი ოფიციალურად უკვე აღიარა.

39 წლის მაკრონი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

მაკრონის შტაბში ჯერ კიდევ ხმების დათვლის დასრულებამდე მაკრონის გამარჯვებას  ზეიმობდნენ, კანდიდატს უკვე მიულოცეს ანგელა მერკელმა, ტერეზა მეიმ, დონალდ ტრამპმა და კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე