თურქეთში Wikipedia ისევ დაბლოკილია

საქართველო, თბილისი - 20:45 | 05.05.2017
ნანახია: 1271

ანკარის სასამართლომ არაკომერციული ორგანიზაცია Wikimedia Foundation-ის აპელაცია არ დააკმაყოფილა. ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia-ს მფლობელი ორგანიზაცია საიტის ბლოკირების შეწყვეტას ითხოვდა.

თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს განმარტებით, Wikipedia ტერორიზმთან ბრძოლის კამპანიის ნაცვლად საერთაშორისო არენაზე თურქეთის იმიჯის შელახვით არის დაკავებული.

კერძოდ კი საიტზე ტერორისტულ ორგანიზაციებთან თურქეთის კავშირის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

ანკარა საიტზე თურქეთის ცილისმწამებელი ტექსტების წაშლას ითხოვს. Wikipedia  თურქეთში 30 აპრილიდან არის დაბლოკილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე