ბათუმში 8 ძროხა „დააპატიმრეს“

საქართველო, თბილისი - 17:16 | 05.05.2017
ნანახია: 1129

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად ბათუმის მერია ზედამხედველობას ამკაცრებს. მერიის ზედამხედველობის სამსახური მსხვილეხა პირუტყვის მფლობელებს მოუწოდებს, რომ ბულვარის ტერიტორიაზე არ დაუშვან მათი გაშვება და დაიცვან ამ მხრივ არსებული კანონმდებლობა.

კანონმდებლობის მიხედვით კი, უმეთვალყურეოდ გაშვებული პირუტყვის მეპატრონეს 50 ლარის ჯარიმა ეკისრება.

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე დღეს დაჭერილი იქნა უმეთვალყურეოდ მოხეტიალე 8 ერთეული მსხვილფეხა პირუტყვი, რომელიც ადლიის სადგომზე  იქნა გადაყვანილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე