ლონდონელ მასწავლებელს ყურში ობობა ჩაუსახლდა (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 17:13 | 05.05.2017
ნანახია: 2641

ლონდონელი მასწავლებლის ყურში ობობა იპოვეს. მან ექიმებს ყურის ძლიერი ტკივილისა და ქავილის შემდეგ მიმართა.

Daily News-ის ცნობით, ქალმა ექიმებთან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყურის ნიჟარა გაუსივდა და სახე გაუწითლდა.

მისი თქმით, ექთანმა ის ორჯერ გასინჯა, მაგრამ ტკივილის მიზეზს ვერ მიაგნო. ობობის დანახვა მხოლოდ ექიმმა შეძლო. პაციენტს ყურში ზეთის რამდენიმე წვეთი ჩააწვეთეს და დაუპატიჟებელი სტუმარი გამოიყვანეს.

პაციენტს ობობა სავარაუდოდ თავზე ააცოცდა შემდეგ კი ყურის ნიჟარაში გადაინაცვლა. მასწავლებლის თქმით, მას შემდეგ მშვიდად ძილს ვეღარ ახერხებს და მხოლოდ ბალიშის საგულდაგულოდ დათვალიერების შემდეგ წყნარდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე