მოსახლეობამ ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალი გადაკეტა

საქართველო, თბილისი - 16:02 | 05.05.2017
ნანახია: 1810

საპროტესტო აქცია გაიმართა ოზურგეთი-ურეკის ავტომაგისტრალზე, მოსახლეობამ მოძრაობა 2 საათის მანძილზე გადაკეტა.

ადგილობრივები მერიისგან გზის სარემონტო სამუშაოების სასწრაფოდ დაწყებას ითხოვენ. მათი თქმით, სოფელში ინფრასტრუქტურის მხრივ გაუსაძლისი პირობებია და გამავალ გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა ვითარებას უფრო ამძიმებს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ასფალტის დაგება მომავალი კვირიდან დაიწყება.

 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე