თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე რეფერენდუმი გერმანიაში არ ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 16:01 | 05.05.2017
ნანახია: 1256

იმ შემთხვევაში თუ თურქეთი სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის გამართვას გადაწყვეტს, გერმანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ხმის მიცემა აიკრძალება. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცახადა.

”პოლიტიკურად წარმოუდგენელია, რომ დავთანხმდეთ გერმანიაში რეფერენდუმის გამართვას იმ ღონისძიებაზე, რომელიც მკაფიოდ ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად კანონსა და ევროპულ ღირებულებებს”, - განაცხადა ზაიბერტმა.

აპრილში კონსტიტუციაში ცვილებების შეტანასთან დაკავშირებული რეფერენდუმი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლის მომხრეების გამარჯვებით დასრულდა. მოსალოდნელია, რომ ახალი უფლებამოსილებით აღჭურვილმა  სახელმწიფოს მეთაურმა სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ რეფერენდუმი ჩაატაროს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე