პარიზში მაკრონისა და ლე პენის წინააღმდეგ სტუდენტთა აქციები გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 05.05.2017
ნანახია: 1249

პარიზში ათამდე ლიცეუმის მუშაობა შეწყდა სტუდენტებისა და პედაგოგების აქციების გამო. აქციის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებდნენ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩვენბის მეორე ტურში არცერთი კანდიდატისთვის მხარი არ დაეჭირათ.

პარიზში აქციები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე გაიმართა.

”როიტერის” ცნობით, აქციის მონაწილეები გამოვიდნენ ლოზუნგებით ”არც ეროვნული ფრონტი” და არც მაკრონი”, ისინი ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ დარისპირებოდნენ ”ლიბერალიზმსა და ფაშიზმს”.

მიტინგების გამო პარიზის რამდენიმე ლიცუმში სწავლა  შეწყდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე