ჩრდოლოეთ კორეა ეჭვობს, რომ აშშ-სა და სამხრეთ კორეას კიმ ჩენ ინის მოკვლა აქვთ განზრახული

საქართველო, თბილისი - 14:48 | 05.05.2017
ნანახია: 1425

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო დარწმუნებულია, რომ დაზვერვის ცენტრალური სამსახურისა და სამხრეთ კორეის დაზვერვის მხარდაჭერით მებრძოლთა ჯგუფმა კიმ ჩენ ინის მოკვლის მიზნით მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შეაღწია.  უწყებაში ეჭვობენ, რომ თავდასხმას ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე ბიოქიმიური ნივთიერების გამოყენებით შეეცდებიან.  

ფხენიანში აცხადებენ, რომ ანტიტერორისტულ ოპერაციას ჩაატარებენ და უმოწყალოდ გაანადგურებენ ყველას, ვინც ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობას საფრთხეს შეუქმნის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე