The Sun-ი: ჟან-კლოდ იუნკერი ჟენევის სამიტზე არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 14:27 | 05.05.2017
ნანახია: 1291

ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი ჟენევის სამიტზე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის შესახებ The Sun-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

სამიტზე პოლიტიკოსებს კვიპროსის საკითხზე უნდა ემსჯელათ. თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამიტის მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღება იუნკერის უჩვეულო საქციელმა მიიპყრო. ის ხან კოლეგებს, ხან კი ავეჯს აწყდებოდა, პერიოდულად კი ხმამაღლა ჩხუბობდა.

გამოცემის წყაროს მტკიცებით, იუნკერი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე