თურქეთში ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფი 12 ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:50 | 05.05.2017
ნანახია: 1431

”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო თორმეტი ეჭვმიტანილი ადამიანი დააკავეს თურქეთის ადანის პროვინციაში.

თურქული მედიის ცნობით, პოლიციამ ერთდროული სპეცოპერაციები ცხრა მისმართზე ჩაატარა. 12 დაკავებულს შორის ორი ერაყის მოქალაქეა, ხუთი სირიის და კიდევ ხუთი თურქეთის.  

არსებული ინფორმაციით, ”ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში მყოფ კიდევ სამ ეჭვმიტანილს ეძებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე