თბილისი მეცნიერების ფესტივალს „შეეხე მეცნიერებას“ უმასპინძლებს
საქართველო, თბილისი - 10:00 | 05.05.2017 ნანახია: 1435
13 მაისს, თბილისში, პროექტი „შეეხე მეცნიერებას“ გაიმართება. ფესტივალში წელს 120-ზე მეტი ნიჭიერი მოსწავლე იქნება ჩართული. ახალგაზრდა მეცნიერები და წარმატებული მოსწავლეები დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებსა და სამეცნიერო პროექტებს შესთავაზებენ.
ღონისძიების ძირითადი ნაწილი 2 საათიან პროგრამას დაეთმობა, რომლის განმავლობაში არაერთი ექსპერიმენტიც ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბოლო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული გამომგონებლების ნამუშევრების ჩვენებაც.
ესქპერიმენტების შოუ ისთ ფოინთის ცენტრალურ სივრცეში მოწყობა და მას დემირელის კოლეჯის მოსწავლეები წარადგენენ. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ სხვადასხვა გამოგონებები და თავად ჩაერთონ ინოვაციურ ექსპერიმენტებში. მეცნიერების ფესტივალში დემირელის სახელობის კოლეჯის გარდა თბილისის სხვა სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა მეცნიერები დაშშმ გამომგონებლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
წლევანდელ ფესტივალზე ექსპერიმენტები სხვადასხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იქნება წარმოდგენილი. ჯამში დამთავლიერებელი 50-ზე მეტ საინტერესო ექსპერმენტსა და 20-მდე ინოვაციურ გამოგონებას იხილავს. ფესტივალის მიზანია კიდევ უფრო შეაყვაროს მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო საგნები, დაანახოს მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი განათლების მიღების პროცესში.
პროექტი „შეეხე მეცნიერებას“ წელს დემირელის სახელობის კოლეჯის ინიციატივით იმართება და მასში დედაქალაქის სხვადასხვა სკოლაც მონაწილეობს. მეცნიერების ფესტივალში 2016 წლის ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული გამომგონებლებიც არიან ჩართულნი, რომლებიც დამთვალიერებლებს საკუთარ პროექტებს გააცნობენ და მისცემენ რჩევებსამ თემით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
პოლიტიკა
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
- ისინი, ვინც გუშინ დონალდ ტრამპს მხარი აუბეს, დღეს იძულებულნი არიან ამ ნაბიჯის ფასი გადაიხადონ - საქართველოში ირანის ელჩი
- ვიწყებთ, ერთობლივ, ეროვნული მობილიზაციის კამპანიას - „ოპოზიციის ალიანსი“
- დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიანი გზა გამოდგა ეკლიანი, ეს გზა დასრულებული არ არის, აღსადგენია ტერიტორიული მთლიანობა, გასაძლიერებელია სუვერენიტეტი, ასაგებია ახალი ურთიერთოებები - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
მსოფლიო
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
- მომავალი დღეები გადამწყვეტი იქნება, ირანმა ეს იცის და თითქმის არაფრის გაკეთება შეუძლია - პიტ ჰეგსეთი
- აშშ აღარ იქნება თქვენს დასახმარებლად, ისევე როგორც თქვენ არ იყავით ჩვენთან, წადით და აიღეთ თქვენი ნავთობი - დონალდ ტრამპი მოკავშირეებზე
- იტალიამ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს სიცილიის სიგონელას ავიაბაზაზე დაშვების უფლება არ მისცა - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















