პენტაგონმა აღიარა ალეპოს მეჩეთის დაბომბვა, რომელსაც 42 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 05.05.2017
ნანახია: 1301

აშშ-მა აღიარა, რომ სირიაში 16 მარტს მეჩეთი შეცდომით დაბომბა, რის შედეგადაც 42 ადამიანი დაიღუპა.

როგორც CNN-ი იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ აშშ-ის იერიში ”ალ-ქაიდას” მებრძოელბის შეხვედრის ადგილის ნაცვლად შეცდომით მეჩეთზე განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, მსგავსი შენობები იმ ობიექტთა სიაში შედიან, რომლებზეც ავიადარტყმები დაუშვებელია. ამ მომენტისთვის დგინდება, იყო თუ არა დაზიანებული შენობა ამ სიაში.

16 მარტს შტატებმა განაცხადა, რომ ავიაიერიში ალეპოში მეჩეთის გვერდით მდებარე შენობაზე მიიტანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე