იორდანაიში სირიელ ლტოლვილთა ბანაკში აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 05.05.2017
ნანახია: 1148

ოთხი ადამიანი დაიღუპა იორდანიაში სირიელი ლტოლვილების ბანაკში მომხდარი აფეთქების შედეგად. ”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, სირია-იორდანიის საზღვართან მდებარე ბანაკის ბაზარში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. ბანაკში სულ 80 ათასი ლტოლვილი ცხოვრობს.

ბანაკი ტერორისტების სამიზნე პირველად არ გამხდარა. დანაღმული ავტომობილი 2016 წლის ივნისშიც აფეთქდა. მაშინ ექვსი იორდანიელი მესაზღვრე დაიღუპა. ამის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლევამ სირიასთან საზღვრის კონტროლი გაამკაცრა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე