ლონდონში ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:09 | 05.05.2017
ნანახია: 1220

ბრიტანეთის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი დააკავა. ის ლონდონში სტამბოლიდან ჩავიდა. როგორც ”ბი-ბი-სი” წერს, 30 წლის მამაკაცი ჰითროუს აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩასვლისთანავე დააკავეს. ის ტერაქტების და მათი შემსრულებლების მომზადებაშია ეჭვმიტანილი.

დაკავებასთან დაკავშირებით პოლიცია ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთი სახლში ჩხრეკას ატარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე