ქვანახშირის მაღაროში აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 04.05.2017
ნანახია: 1141

ირანში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი გოლესტანის პროვინციაში მოხდა.

”ფრანს პრესის” ინფორმაციით, აფეთქების დროს მაღროში 500 ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე