კიდევ ერთი აფეთქება სირიაში - არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 12:14 | 03.05.2017
ნანახია: 1180

სირიაში, თურქეთის საზღვართან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. არსებული ინფორმაციით არის მსხვერპლი.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ქალაქ ააზაზში მოხდა. თვითმხილველთა თქმით, აფეთქების შედეგად ჰაერში ავტომობილი ავარდა.  

ყველაფერი თურქეთის საზღვრიდან ათი კილომეტრის დაშორებით მოხდა, ინციდენტის გარემოებები დგინდება.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქებას სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე