ქაბულში აფეთქებას 8 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 03.05.2017
ნანახია: 1242

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას რვა მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა.

ძლიერი აფეთქება ქაბულში აშშ-ს საელჩოსა და ნატოს მისიის მტკიცე მხარდაჭერის” ბაზასთან ახლოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, თვითმკვლელმა ასაფეთქებელი მოწყობილობა იმ დროს აამოქმედა, როდესაც ნატოს მისიის ავტოკოლონა გადაადგილდებოდა.

დაშავდა 25 ადამიანი. ავღანეთში ნატოს მისიის წარმომადგენელთა განცხადებით, დაჭრილია ნატოს სამი სამხედრო მოსამსახურე.  

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე