კიევში აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 02.05.2017
ნანახია: 1125

დაუდგენელი საგანი აფეთქდა კიევში ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე. დაზიანებულია შენობის კედელი. უკრაინის ეროვნული პოლიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქების შესახებ პოლიციას ერთ-ერთმა  თვითმხილველმა აცნობა.

დაწყებულია გამოძიება. პოლიცია მომხდარის გარემოებებს სწავლობს.

კიევში რამდენიმე დღის წინ კიდვ ერთი აფეთქება მოხდა. საბავშვო ბაღთან ასევე დაუდგენელი ნივთი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე