აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვაა მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 11:23 | 02.05.2017
ნანახია: 1282

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 მაისამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სეტყვაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 2 მაისს დღისით შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან იწვიმებს.

3–7 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, მოსალოდნელია ელჭექიც. 3–4 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +19, +24 გრადუსი იქნება. 5-6 მაისს +23, +28 გრადუსამდე დათბება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე