ტორონტოში ძლიერი აფეთქება მოხდა

საქართველო, თბილისი - 10:05 | 02.05.2017
ნანახია: 1163

ძლიერი აფეთქება მოხდა კანადის ქალაქ ტორონტოში. დაკამლიანებამ ავტომობილებისა და მეტროპოლიტენის მოძრაობა შეაფერხა. ”ასოშიეიტედ პრესის” ცნობით, აფეთქება ქალაქის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ტორონტოს მთავარი ბანკების ხუთი ოფისია განთავსებული.

საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, დაიწვა მიწისქვეშა ტრანსფორმატორები. მომხდარის მიზეზები დგინდება.

პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე