დედაქალაქის მერია გარემოვაჭრეების პროტესტს პასუხობს
საქართველო, თბილისი - 16:42 | 01.05.2017 ნანახია: 1424
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე გარემოვაჭრეების პროტესტს პასუხობს. მისი განცხადებით, გამონაკლისი ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში, რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის და თბილისის მერია გააგრძელებს გარევაჭრობის დარეგულირებას.
"თბილისის მერია აგრძელებს მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ მოქმედებებს გარევაჭრობის დარეგულირებისკენ. ამ დროისთვის ჩვენ დაგვრჩა ორი ლოკაცია: სამგორისა და ვარკეთილის მეტროების მიმდებარე ტერიტორიები. დაახლოებით, ორი კვირის ვადაში აღნიშნულ ტერიტორიებზეც დარეგულირდება გარევაჭრობა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ამ საკითხის სოციალური სიმძიმე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიმდინარეობს წინასწარი გაფრთხილება, არ ხდება ქონების და საქონლის ჩამორთმევა და კონფისკაცია, თითოეულ მათგანზე შეთავაზებულია ალტერნატიული ადგილები", - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.
ამასთან, ლექვინაძე დასძენს, რომ ამ დროისთვის მერიის მიერ ვაჭრობისთვის გამოყოფილი ადგილები საკმარისია.
თბილისის მერიასთან ნავთლუღის ბაზრობების გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი დახლები მერიას ჯერ არ აუღია, ისინი გარევაჭრობის უფლების 6 თვით გაგრძელებას ითხოვენ. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კარვების გაშლით და შიმშილობით იმუქრებიან.
თბილისის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 19 მარტიდან დაიწყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გარევაჭრობა აიკრძალა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედანზე, მარჯანიშვილის მეტროსთან, მეტრო ახმეტელთან, სადგურის, დინამოსა და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, რასაც გარემოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობა არ უნდათ, რადგან სალარო აპარატის გამოყენება მოუწევთ და ამ შემთხვევაში მათ მოგება არ დარჩებათ. თბილისის მერია კი ამბობს, რომ გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის უფლებას აღარ მისცემს.
ჯამურად ზემოთჩამოთვლილ გაწმენდილ ტერიტორიებზე 750-დან 800 ადამიანამდე ვაჭრობდა.
პოლიტიკა
- ევროპის საბჭოს კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
- ირანის ელჩის მუქარისთვის ივანიშვილის რეჟიმს 48 საათის შემდეგაც არ უპასუხია მაშინ, როცა დასავლელი მოკავშირეების ლეგიტიმურ კრიტიკას ძალაუფლებრივი ვერტიკალის მხრიდან აგრესიული შეურაცხყოფის ნიაღვარი მოყვება - "ფედერალისტები"
- მზია ამაღლობელის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპი დაირღვა - სახალხო დამცველის ანგარიში
- აშშ-ში ჩავდივართ ერთი მიზეზით – წარვადგინოთ ჩვენი გეგმა, როგორ ვცვლით ხელისუფლებას - თამარ ჩერგოლეიშვილი
საზოგადოება
- შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, რატომ გავრცელდა ინფორმაცია მტკიცებითი ფორმით, თითქოს ცხოველებს ცოცხლად წვავენ - ლაშა ავალიანი
- „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
- 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
მსოფლიო
- დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი უკიდურესად ცუდად ექცევა და მარჯვენა ყბაში მიღებული დარტყმისგან სრულად გონს რომ არ მოსულა - დონალდ ტრამპი
- ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
- ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარადგინეს
- უკრაინისთვის 90 მილიარევროს სესხის შესახებ დღეს კარგი ამბავი არ მაქვს, იმედი მაქვს, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს შემდეგ სხდომაზე იქნება მიღებული - კაია კალასი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















