ბეთანიაში გაზიფიცირების პროექტი განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 01.05.2017
ნანახია: 1839

ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით და დაფინანსებით, ბეთანიაში გაზის ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, 1810 გრ.მ. გაზსადენის მილის მონტაჟი განხორციელდა. შედეგად, გაზი ბეთანიის აგარკზე არსებულ 60 ნაკვეთამდეა მიყვანილი.

გაზსადენის ქსელის მოწყობის საპროექტო და სამონტაჟო სამუშაოების ღირებულება 44 000 ლარს შეადგენს.

ბეთანიის მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა და გაზიფიცირების პროექტის განხორციელება მიულოცა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე